აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა განლაგებულია სამ შენობაში, ვაშინგტონში, და უდიდესი ბიბლიოთეკაა მსოფლიოში, როგორც თაროების სივრცის, ისე წიგნების რაოდენობის მიხედვით. ბიბლიოთეკის მეთაური ამჟამად ჯეიმზ ბილინგტონია.
კონგრესის ბიბლიოთეკა 1800 წელს დაარსდა და თითქმის მთელი XIX საუკუნის განმავლობაში აშშ-ის კაპიტოლიუმში იყო განთავსებული. 1812 წელს თითქმის მთელი საწყისი კოლექციის ხანძრის მიერ განადგურების შემდეგ, თომას ჯეფერსონმა ბიბლიოთეკას 1815 წელს წიგნების მთელი საკუთარი კოლექცია მიჰყიდა (6487 წიგნი). ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ, კონგრესის ბიბლიოთეკამ მეტი მნიშვნელობა შეიძინა და ზრდა იწყო, რის გამოც მისთვის ცალკე შენობა აშენდა, სადაც ასევე გადავიდა ბიბლიოთეკის საავტორო უფლებების სადეპოზიტო ინფორმაცია. XX საუკუნეში, სწრაფი ექსპანსიის პერიოდში, ბიბლიოთეკა წამყვან საზოგადოებრივ როლს იძენს.
ბიბლიოთეკის მთავარი მისია კონგრესის წევრების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებაა, კონგრესის კვლევითი ცენტრის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ის საზოგადოებისთვის ღიაა, წიგნების გატანა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს შეუძლიათ. აშშ-ის საავტორო უფლებების ოფისის მეშვეობით, ბიბლიოთეკა აშშ-ში გამოცემული ყველა წიგნის, პამფლეტის, რუკის, ნაბეჭდის ან მუსიკის ასლს იღებს.
2. ჩინეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა
ჩინეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა პეკინში მდებარეობს. ის აზიაში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიოში რიგით მეორე ბიბლიოთეკაა. მასში 23 მილიონამდე წიგნი ინახება.
ჩინეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა 1909 წლის 24 აპრილს დაარსდა და ოფიციალურად მხოლოდ 1912 წელს გაიხსნა. მისი ამჟამინდელი დირექტორი ჟან ფურუია.
ჩინეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა 1909 წლის 24 აპრილს დაარსდა და ოფიციალურად მხოლოდ 1912 წელს გაიხსნა. მისი ამჟამინდელი დირექტორი ჟან ფურუია.
3. სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია
იგი რუსეთში, პეტერბურგში მდებარეობს. აკადემია პეტრე დიდის დროს დაარსდა. 1724-1917 წლებში მას სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის სახელით იცნობდნენ.
4. კანადის ნაციონალური ბიბლიოთეკა და არქივი
კანადის ნაციონალური ბიბლიოთეკა და არქივი ოტავაში მდებარეობს. ამ დროისთვის მასში 18.8 მლნ წიგნი ინახება. მაში გაერთიანებულია ”კანადის საზოგადოებრივი არქივი"და ”კანადის ნაციონალური ბიბლიოთეკა”. ის 1953 წელს დაარსდა. მისი ამჟამინდელი დირექტორი დოქტორი დანიელ ჯი კარონია.
5. გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკა
მეხუთე ადგილს გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკა იკავებს, რომელიც ფრანკფურტში მდებარეობს. გერმანულად მას Deutsche Bibliothek-ს ეწოდება. ის 1912 წელს დაარსდა და მასში 18.5 მლნ წიგნი ინახება. გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის დირექტორი, დოქტორი ელიზაბეტ ნიგემანია.
http://www.ambebi.ge/books/44505-msoflios-5-udidesi-bibliotheka.html
No comments:
Post a Comment