Thursday, January 24, 2013


უძველესი ბიბლიოთეკები


  ალექსანდრიის სამეფო ბიბლიოთეკა ალექსანდრიაში, ეგვიპტეში, ერთ დროს მსოფლიოში უდიდესი ბიბლიოთეკა იყო. მიიჩნევენ, რომ ბიბლიოთეკა დაარსდა ძვ.წ. - ის მე-3 საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტეში პტოლემეოს II-ის მეფობის ჟამს, მას შემდეგ რაც პტოლემეოსის მამამ მიწასთან გაასწორა მუზათა ტაძარი „მუზეუმი“ (აქედან წარმოსდგება თანამედროვე ტერმინი მუზეუმი), რაც შემდეგ ბიბლიოთეკის კომპლექსის პირველი ნაწილი გახდა.
მისი არსებობის პიკში, სამეფო ბიბლიოთეკას, როგორც მიიჩნევენ, შესაძლოა, დაახლოებით 700.000-მდე წიგნი ჰქონოდა და თავდაპირველად ორგანიზებული იქნა დემეტრიოს ფალერეუსის მიერ. ასევე მიიჩნევენ, რომ ბიბლიოთეკა ხანძარმა გაანადგურა, თუმცა ამ განადგურების ფაქტის დეტალები დიდი კამათის საგანია. ძველი ბიბლიოთეკის ადგილთან, 2003 წელს, ახალი „ბიბლიოთეკა ალექსანდრინას“ ინაუგურაცია ჩატარდა .      http://www.droni.ge/?m=14&AID=2331





1.შუმერთა ბიბლიოთეკები

შუამდინარეთში ყველაზე უძველასი ბიბლიოთეკები
შუმერების ქვეყანაში გვხვდება. შუმერებს ამჟამად უწოდებენ “ხალხს” რომელმაც ისტორია დაიწყო .
პირველი მსოფლიო ომის აქ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ქალაქი ურუკი რომელიც 3 ათასეული წლის განმავლობაში არსებობდა . აქ იპოვეს უამრავი უჩვეულო ნივთი მაგრამ განსაკუთრებით ძვირფასი იყო წარწერებიანი თიხის წიგნები რომლებიც თითქმის სრულ წარმოდგენას იძლევა შუმერების ცხოვრებაზე. უმერების ქალაქები ძირითადად მდინარე ევფრატის ნაპირებზე იყო განლაგებული.
აღმოჩენილი თიხის ფირფიტების სიუხვე მეტყველებს იმ დიდ წიგნიერ კულტურაზე , რომელიც შუამდინარეთში და კერძოდ შუმერთა ქვეყანაში არსებობდა. შუმერების რელიგიურ ცენტრში – ნიფურში გათხრების შედეგად აღმოჩენილია რამდენიმე ათასი ფირფიტა , რაც ადასტურებს , რომ აქ ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავი უნდა ყოფილიყო.
აქ დაცული ფირფიტების ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე , რის წყალობითაც კაცობრიობამ ბევრი რამ გაიგო თითქმის პრეისტორიული სიძველის შესახებ.
ერთ ხანს შუმერთა დედაქალაქი იყო ური დიდი კულტურის ცენტრი . გათხრების დროს აქ დიდი რაოდენობით აღმოჩნდა დაუნჯებული თიხის ფირფიტები. ქალაქ ლაგაშაში 20 ათასამდე ასეთი წიგნი იქნა აღმოჩენილი. ნაპოვნი კატალოგი მეტყველებს რომ აქ უკვე იყო ნამდვილი ბიბლიოთეკა . ქალაქ შურუპაკში აღმოჩენილმა თიხის ფირფიტებმა საშუალება მოგვცეს შემდგარიყო “არქაულ ლურსმნული” ნიმუშების სია. ურში ნანახი არქეოლოგიური მასალის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოდ როგორ ინახებოდა საერთოდ ბიბლიოთეკაში თიხის ფირფიტები .მას სპეციალურად დაწნულ კალათებში ათავსებდნენ , რომლებიც საიმედოდ იკვრებოდა , მათზე ამაგრებდნენ პატარა თიხის ფირფიტას წარწერით : მგ.ცნობილია ასეთი წარწერა “მუშების გაგზავნა” , “ბაღების შესახებ” და სხვ.
ნაპოვნია კატალოგებიც , ცხადია კარგად ორგანიზებული ბიბლიოთეკების გარეშე ასეთი რამ წარმოუდგენელია , ამოკითხულია ამის ორი ფრაგმენტი რომლებიც სულ 87 ლიტერატურულ ნაწარმოებს შეიცავს .
როგორც ჩანს შუმერების ქვეყანაში საკმაოდ განვითარებული ყოფილა წიგნის წარმოებისა და დაცვის საქმე.

2.ასურეთის ბიბლიოთეკები

ასურეთის დიდი მბრძანებელი ასურბანიფალი (ძვ.669-633) განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თავისი ქვეყნის კულტურის განვითარებას .მე-19 საუკუნის შუაში აქ წარმოებულმა გათხრებმა ბევრ საიდუმლოს ახადეს ფარდა, აღმოჩნდა ბიბლიოთეკის ნანგრევები , ათეულ ათასობით თიხის ფირფიტებით , რაც საშუალებას გვაძლევს ნათლად დავინახოთ , რაოდენ დიდი არქივი და ბიბლიოთეკა ქონია ასურეთის დიდ მბრძანებელს . ამ ტექსტებს შორის აღმოჩნდა საყოველთაოდ ცნობილი მსოფლიო შედევრი , ეპოსი- “გილგამეში”. ეს იყო ნინეევიის ბიბლიოთეკა , მას თავისი თეგიც ქონდა წარწერით “ასურბანიფალის სასხლე , მეფეთ მეფის , ასურეთის ქვეყნის მეფის ,რომელსაც ღმერთმა ნაბუმ და ქალღმერთმა ბალისტამ მიანიჭეს მგრძნობიარე სმენა, მახვილი თვალი , რათა მოიპოვოს ჩვენი ქვეყნის მწერალთა ქმნილებები”.

3.ბაბილონის ბიბლიოთეკები

ბაბილონი ბაბილონი-შუამდინარეთის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა იყო. მან შუამდინარეთში უდუდესი კულტურა შექმნა, იგი სიდიადით უსწრებდა – შუმერებს, ასურებს აქადიელაბს.
ბაბილონში ძალიან ადრე განვითარდა დამწერლობა , ხელოსნობა მეურნეობა , მეცნიერების სხვადასხვა დარგები.
როგორც ვხედავთ Bბიბლიოთეკა- არქივები იშვიათობას არ წარმოადგენდა. სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ ის, რომ აქ ბიბლოთეკები ყველა სასწავლებელს ექნებოდა , რომლებიც მრავლად იყო გახსნილი . სასახლესა და ტაძრებში არსებულ ბიბლიოთეკებს “დაფის სახლებს” უწოდებდნენ . უდავოა ის რომ მათ ახასიათებდათ MAმაღალი დონის ორგანიზებულობა და შრომის კულტურა.

4.ხეთების ბიბლიოთეკები

1907 წელს თურქეთში 145 კილომეტრის დაშორებით , გათხრების დროს 10 ათასზე მეტი თიხის ფირფიტა აღმოჩნდა ბაბილონურ ლურსმნული დამწერლობით. როგორც დადგინდა ეს იყო ხეთების უძველესი დედაქალაქის ბიბლიოთეკის ნანგრევები. შემდეგში კიდევ აღმოჩნდა 6 Aათასამდე “თიხის წიგნი” , ბევრი კიდევ მიუკვლეველი დარჩა, როგორც ვარაუდობენ ასურბანიფალის ბიბლიოთეკის შემდეგ ეს ბიბლოთეკა არქაული ხანის ბიბლიოთეკებს შორის ყველაზე დიდი უნდა ყოფილიყო.
ხეთებს ძალიან დიდი თვითმყოფადი კულტურა გააჩნდა .განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი ორიგინალური არქიტექტურული ნაგებობები, , მონუმენტური ხელოვნება ბარელიფები.
აქ თავმოყრილი ლურსმნული ნაწერებიდან თავდაპირველად მხოლოდ ბაბილონური იქნა ამოკითხული , რაც შეეხება ხეთურ ნაწერებს ისინი შედარებით გვიან გაშიფრეს.
ხეთების ლიტერატურისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია მეფური მატიანეები , რომლებშიც მეფეები პირველ პირში ლაპარაკობენ თავიანთ სასახელო სააქმეებზე , აღსანიშნავია მითოლოგიური ლიტრატურაც, ხეთური დამწერლობის ნიმუშები გამოირჩევიან იმით ,რომ უმეტესად აქ ნაშრომის ავტორებია მოხსენებული.
უამრავ წერილობით ძეგლს შორის თითქმის ყველა დარგია წარმოგდენილი , რაც კი იმ დროს არსებობდა.
შემორჩენილია ასევე ბიბლიოთეკის კატალოგი , საყურადღებოა , რომ კატალოგებში მითითებული იყო დაკარგული წიგნებიც .ეს აშკარად მეტყველებს
იქაური ბიბლიოთეკების მაღალ დისციპლინაზე.
ჩვენამდე მოღწეული ფირფიტების უმეტესობა ჯერ კიდევ არ არის ამოკითხული.

5.ეგვიპტური ბიბლიოთეკები

აფრიკის კონტინენტზე , ყველაზე ნაყოპიერ ადგილებში ნილოსის გასწვრივ სხვადასხვა ტომებისა და ხალხებისგან უზველესი დროიდან შეიქმნა დიდი გაერთიანება – ეგვიპტის სახელმწიფო .
ეგვიპტემ ბევრი რამ შეიძინა და შეითვისა ასურულ-ბაბილონური და ხეთური კულტურებიდან, მაგარმ შეძლო თავისი დამოუკიდებელი კულტურული სამყაროს შექმნა.
ეგვიპტისთვის დამახასიათებელია მეტად ორიგინალური ,განუმეორებელი არქიტექტურა,სახვითი ხელოვნება ,განვითარებული ქორეოგრაფიული კულტურა ,მდიდარი ლიტერატურა ორიგინალური დამწერლობით სა წიგნის კულტურით.
დამწერლობის უძველეს ნიმუშებს წარმოადგენს პირამიდების კედლებზე შესრულებული იეროგლიფური ტექსტები .ესენი შეიცავს მაგიურ ფორმულებს ,შელოცვებს ჰიმნებსა და მითიურ ნაწყვეტებს.
ასეთი მდიდარი ლიტერატურე და მეცნიერული მემკვიდრეობა უპირველეს ყოვლისა თავს იყრიდა ეგვიპტის უდიდეს წიგნსაცავებში .
ეგვიპტური წიგნი სხვადასხვა ზომისა და აღნაგობის პაპირუსია ,რომელიც გრაგნილს წარმოადგენს , მისთვის დამახასიათებელია ავტორის ვინაობის აღნიშვნა ,ბევრჯერ გადამწერ-დამამზადებელიც მოიხსენიება .რაკი ძირითადი მასალა აქ პაპირუსი იყო , ბიბლიოთეკებს “პაპირუსის სახლებს” უწოდწბდნენ .სასულიერო ტაძრების ბიბლიოთეკებს –“მაცოცხლებელ სახლებს”, ზოგი ეგვიპტური ბიბლიოთეკა ჩვენთვის კარგადაა ცნობილი ამათგან აღსანიშნავია რამზეს მე-2 ბიბლიოთეკა_ არქივი ,რომელიც ძვ.წ 1300 წელსაა დაარსებული ეგვიპტის უძველეს დედაქალაქში _ფიბიაში. ამ ბიბლიოთეკაზე გამოკვეთილი იყო წარწერა _ “სულის აფთიაქი”.ძვირფასად მოჭედილ კარს ამშვენებდა ღმერთის ტოტისა და “წიგნის დიდი მბრძანებელის” ქალღმერთი სეშატის გამოსახულებები.
მეორე დიდი ბიბლიოთეკა იყო ედფუს ტაძარში ,რომელიც დაახლოებით 100 წლის განმავლობაში შენდებოდა .მარჯვნივ და მარცხნივ აგებული იყო ორი სამლოცველო .ერთში მოთავსებული იყო წიგნსაცავი .აქ მეტად თავისებური კატალოგი ქონდათ- კედელზე ჩამოწერილი იყო სია , რომელსაც სათაურად ეწერა :”მრავალწიგნებიანი ყუთებისა და ცხოველთა ნაღდი ტყავის დიდი გრაგნილების ნუსხა” აღწერილია უმეტესად სასულიერო წიგნები და ასტრონომიული ნაშრომები.
ეგვიპთურ ბიბლიოთეკაში , პაპირუსების უდისედ მასალაში ვხვდებით აგრეთვე ტყავის გრაგნილებს .
ბიბლიოთეკებს ქურუმები განაგებდნენ.
საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა არსებულა სებეკას ტაძარში , სადც აღმოჩენილია უმეტესად ნატიფი ნიმუშები ,ზღაპრები ,ძილისპირულები ,სამეცნიერო ტექსტები და დოკუმენტები.

6.საბიბლიოთეკო საქმე რომაული კულტურის ქვეყნებში

რომაული კულტურის ქვეყნებში საბიბლიოთეკო საქმის განვითარება თვისებრივად ახალ საფეხურზე მიმდინარეობდა , ვიდრე მსოფლიოს სხვა ცნობილ ქვეყნებში .
რომაული ბიბლიოთეკები ,განსხვავებით მის წინამორბედებთან შედარებით უფრო დემოკრატიულია , აქ არ ვხვდებით ბიბლიოთეკა- გიგანტებს .როგორც შუამდინარეთსა და ეგვიპტეში , მაგრამ ისინი გამოირჩევიან სინატიფით. ამ ბიბლიოთეკებში უმეტესად ეტრატის გრაგნილები.
პირველი საჯარო ბიბლიოთეკა რომში დაარსა აზინიუს პლინიუსმა ჩვენი წელთაღრიცხვით 39 წელს ,ეს თარიღი საგულისხმოა იმით ,რომ მსოფლიოში პირველად გაიხსნა სახალხო მოხმარების ბიბლიოთეკა. ეს ტრადიცია რომში თანდათან ძალას იკრებდა მეოთხე საუკუნის დასაწყისისთვის რომის სახელმწიფოში 30-მდე საკმაოდ დიდი საჯარო ბიბლიოთეკა იყო. ყველაზე გამორჩეულ ბიბლიოთეკად კი ცეზარის ტაძართან არსებული ბიბლიოთეკა ითვლებოდა.
საჯარო ბიბლიოთეკები მოქმედებდნენ აგრეთვე რომს დაქვემდებარებულ ქალაქებშიც.
ისინი უმეტესად ძვირფსად გაფორმებულ პორტალებში , დახურულ გალერეებში თავსდებოდა. მისი ფასადები აღმოსავლეთით იყო ,მიპყრობილი ,სამკითხველო დარბაზი , ჩვეულებრივ ოთხკუთხა იყო,ზოგჯერ ოვალურიც ან მომრგვალებური . მას ამკობდნენ ღმერთებისა და გამოჩენილი ადამიანების ქანდაკებებით , რომლებიც კედლებში დატანებულ ნიმუშებში იყო მოთავსებული ,რათა მკითხველთა ყურადღება არ გაეფანტა.
ბიბლიოთეკებს თავიანთი კატალოგები ჰქონდათ.
საგულისხმოა ის გარემოება ,რომ სათანადო ყურადღება დაეთმო ბიბლიოთეკის მუშაობის მეთოდიკურ საკითხებს.
ანალიზი გვიჩვენებს ,რომ მონათმფლობელების სამყაროში საბიბლიოთეკო საქმე საგრძნობლად იყო განვითარებული დრო და ჟამის შესაფერისად.

ასე ვითარდებოდა საბიბლიოთეკო საქმე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

7.საბიბლიოთეკო საქმის განვითარება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 

1642 წლის სამოქალაქო ომის დროს მეფის არმიელების ერტი ნაწილი ოქსფორდის უნივერსტეტში იყო დაბანაკებული . 1646 წლის საპარლამენტო პარტიის გამარჯვების შემდეგ უნივერტეტები მძიმე მდგომარეობაში არმოჩნდნენ ოლივერ კრომველმა (1599-1658) რომელიც ხელისუფლებას მოექცა სათავეში , დაინახა ამ და წესებულების სიძლიერე და თავის მფარველობაში აიყვანა იგი და დაცვაც დაუნიშნა.
ინგლისში მალე სახალხო ბიბლიოთეკებსაც ჩაეყარა საფუძველი 1684 წელს კულტის მსახურმა მოძღვარმა ტენინსონმა ააგო შენობა და მე-2 სართული მთლიანად ბიბლიოთეკას დაუთმო , რომლის კარები ღია იყო ყველა მსურველისთვის მე-18 საუკუნის 20-იან წლებში წიგნმოვაჭრეებმა ფასიანი ბიბლიოთეკების გახსნა დაიწყეს.
ლონდონსა და პროვინციებში,განსაკუთრებით საკურორტო ადგილებში გაჩნდა ე.წ ხელმოწერითი ბიბლიოთეკები , პირველი ასეთი ბიბლიოთეკა 1740 წ. გაიხსნა
1753 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი ბრიტანეთის მუზეუმის შექმნის შესახებ. 1757 წელს მეფე ჰენრი მე-2 მუზეუმის ბიბლიოთეკას სამეფო ბიბლიოთეკა შეუერთა
1774 წელს ბიბლიოთეკაში გაიხსნა 120 ადგილიანი სამკითხველო დარბაზი .მე-18 საუკუნის დასასრულისთვის წიგნადმა ფონდმა 100 მიაღწია.
ანალოგიურად ვითარდებოდა საბიბლიოთეკო საქმე შოტლანდიაში.
გერმანიაში კი ცოტა სხვანაირი სიტუაცია იყო . იმ პერიოდის გერმანია დაქსაქსულ, ფეოდალურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მე-16 საუკუნეში წარმოქმნილი ვითარების გამო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა საუნივერსტეტო ბიბლიოთეკები.მგ. მარბურგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ერთი ხემძღვანელი , პროფესორთაგანი ,მთელი 10 წლის განმავლობაში თავისი გადაწყვეტილებით, ზამთრობით ,სიცივის მომიზეზებით,ბიბლიოთეკას არც კი აღებდა.
1661 წელს გაიხსნა ბერლინის სამეფო ბიბლიოთეკა, მართალია ის, თითქოს საყოველთაო ხმარებისთვის იყო განკუთვნილი , მაგრამ თვით მეცნიერებიც ვერ სარგებლიბდნენ ჯეროვნად , ძალიან დაბალი იყო მომსახურების ხარისხი , მხოლოდ ბიბლიოთეკების მცირე ნაწილი თუ აკმაყოფილებდა მაშინდელი მკითხველის მოთხოვნებს.
გერმანიის ბიბლიოთეკათა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქსოონის ფურფიუსტების ბიბლიოთეკა დრეზდენში. მისი წარმატება დიდად განაპირობა საქვეყნოდ განთქმული ბიბლიოთეკარის მე-18საუკუნის თვალსაჩინო მოღვაწის იოჰან მიქაელი ფრანკეს მოღვაწეობამ. მან მოახდინა ბიბლიოთეკის ფონდების წყობის რეორგანიზაცია , განალაგა ისინი შინაარსობრივი ნიშნით.
ბიბლიოთეკების მომხმარებელთა შემადგენლობის გაფართოება ჯერ ჯიდევ მანამდეც შეიმჩნეოდა ,მაგრამ ეს პროგრესი მეტად მოკრძალებული ნაბიჯებით მიიწევდა წინ მგ.საფრანგეთის სამეფო ბიბლიოთეკამ 1737 წლიდან ფართოდ გაუღო კარი სახელმწიფო მოღვაწეებს .
1791წ.10 ნოემბერს სახალხო განათლების კომიტეტთან შეიქმნა საბიბლიოთეკო სექცია ,რომელსაც ანრი გრეგუარი ხემძღვანელობდა.
1795 წელს სამეფო ბიბილიოთეკა ეროვნილ ბიბილიოთეკად გადაკეთდა.
მიუხედავად იმისა რომ ზოგ შემთხვევაში საბიბილიოთეკო საქმის განვითარებისთვის წამოყენებული მოსაზრებები და თეორიული დასაბუთებები ერთმანეთის ურთიერთსაწინააღმდეგო იყო,საბიბილიოთეკო თეორიასა და პრაკტიკაში პროგრესი უდავოდ დიდია ,მთელ ევროპაზე მისი გავლენა ვერც კონტრევოლუციის ,ბურჟუაზიის გამარჯვებამ და ნაპოლეონის ომებმა ,ვერც სხვა კატაკლიზმებმა ვერ შეაფერხეს.

8. ა.შ.შ ბიბლიოთეკები

ამერიკის კონტინენტზე წიგნები და წიგნსაცავები დიდი ხნით ადრე არსებობდა ,ვიდრე აქ კონკისტადოერბი მოვიდოდნენ.
ახლა ისტორიის საწყის პერიოდში ამერიკა უკვე მთლიანად დასახლებული იყო ევროპელებით.
მე-18 საუკუნის 60-იან წლებში სამხრეთ ამერიკის ინგლისურ კოლონიებში მეტროპოლიების წინააღმდეგ მასობრივი მოძრაობა ჩაისახა შემდეგში იგი დამოუკიდებლობისთვის გაჩაღებულ ომში გადაიზარდა ,რომლის შედეგებმა მთლიანად განაპირობეს ქვეყნის სახე და შინაარსი.დემოკრატიული სახელმწიფო წყობილება და დრომოჭმული ტრადიციებისგან განთავისუფლება საბიბლიოთეკო საქმის თავისებურობის განვითარებას განაპირობებდა . მისთვის ძირითადად დამახასიათებელია ინგლისური კულტურის ზეგავლენა,ამას ემატება მრავალრიცხოვან ემიგრანტთა მეტად ჭრილი მასა თავისი ტრადიციებით,რამაც მთლიანად განაპირობა აქ თავისებური საზოგადოებრივი ბიბლიოთეკების წარმოშობა. პირველად ასეთი ბიბლიოთეკა გაიხსნა ტომას ბრეის თაოსნობით 1697 წელს სამხრეთ კაროლინის შტატში.
ამერიკაში პირველი დიდგვაროვნული ბიბლიოთეკის წარმოშობა დაკავშირებულია Bბენჯამინ ფრანკლინის სახელთან (1706-1790). მან 1732 წელს ფილადელფიაში სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა თვითგანათლების კლუბი,რპმელსაც ‘ფილადელფიის საბიბლიოთეკო საზოგადოება ‘ ეწოდებოდა.იგი სხვა ქალაქების ბიბლიოთეკებთან შედარებით სამაგალითოდ ითვლებოდა.
1747 წელს როდ აილენდში გაიხსნა საყოველთაო სახელმწიფო ბიბლიოთეკა.
ბიბლიოთეკების მომრავლებაზე საგანგებოდ ზრუნავდა თომას ჯეფერსონი (1743-1826)რომელმაც წამოაყენა მოთხოვნა უფასო სავალდებულო სწავლასა და საჯარო ბიბლიოთეკების გახსნის შესახებ.
თავისი სფეციფიურობით სხვა ბიბლიოთეკებისგან მკვეთრად გამოირჩეოდა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებების ბიბლიოთეკები.მათ შორის ერთერთი ყველაზე ძველი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც დააარსდა 1636 წელს.1701 წელს გაიხსნა იელის უნივერსიტეტი.1759 წელს პენსილვანიაში შეიქმნა კოლეჯის ბიბლიოთეკა.
ამერიკაში ფეხს იკიიდებს აკადემიის მიერ შემოღებული წიგნცვლა სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებს შორის, ინერგება მრავალი სიახლე , მრავლდება ბიბლიოთეკები ,მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო აქ დრო როდესაც ქვეყანა ერთ მძლავრ გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალად მოგვევლინებოდა     http://wignierebak23.blogspot.com/2009/03/blog-post.html

Tuesday, December 4, 2012


მსოფლიოს ბიბლიოთეკები

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა


კონგრესის ბიბლიოთეკა (ინგლ. Library of Congress) — აშშ-ის დე-ფაქტო ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის კონგრესის კვლევითი განყოფილება. განლაგებულია სამ შენობაში, ვაშინგტონში, და უდიდესი ბიბლიოთეკაა მსოფლიოში, როგორც თაროების სივრცის, ისე წიგნების რაოდენობის მიხედვით. ბიბლიოთეკის მეთაური ამჟამად ჯეიმზ ბილინგტონია.
კონგრესის ბიბლიოთეკა 1800 წელს დაარსდა და თითქმის მთელი XIX საუკუნის განმავლობაში აშშ-ის კაპიტოლიუმში იყო განთავსებული. 1812 წელს თითქმის მთელი საწყისი კოლექციის ხანძრის მიერ განადგურების შემდეგ, თომას ჯეფერსონმა ბიბლიოთეკას 1815 წელს წიგნების მთელი საკუთარი კოლექცია მიჰყიდა (6487 წიგნი). ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ კონგრესის ბიბლიოთეკამ მეტი მნიშვნელობა შეიძინა და ზრდა იწყო, რის გამოც მისთვის ცალკე შენობა აშენდა, სადაც ასევე გადავიდა ბიბლიოთეკის საავტორო უფლებების სადეპოზიტო ინფორმაცია. XX საუკუნეში სწრაფი ექსპანსიის პერიოდში ბიბლიოთეკა წამყვან საზოგადოებრივ როლს იძენს.
ბიბლიოთეკის მთავარი მისია კონგრესის წევრების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებაა კონგრესის კვლევითი ცენტრის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ის საზოგადოებისთვის ღიაა, წიგნების გატანა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს შეუძლიათ. აშშ-ის საავტორო უფლებების ოფისის მეშვეობით ბიბლიოთეკა აშშ-ში გამოცემული ყველა წიგნის, პამფლეტის, რუკის, ნაბეჭდის ან მუსიკის ასლს იღებს.

საქართველოს ბიბლიოთეკები

თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, იგივე თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა დაარსდა 1846 წელს ბილისში.ეს პირველი ბიბლიოთეკა იყო საქართველოში, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის.ბიბლიოთეკის დაარსებას ქართული საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რომელმაც 1848 წელს ახლადდაარსებულ საჯარო ბიბლიოთეკას 1842 წელს დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით თბილისში გახსნილი "კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის" ფონდი გადასცა. საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების საქმე დაევალა მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს, გავრილ ტოკარევს და გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულიყო წმინდა კავკასიოლოგიური ლიტერატურით. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ.საჯარო ბიბლიოთეკის I კორპუსი - ყოფილი სათავადაზნაურო ბანკი ანუ ქართული ბანკი (ლ. გუდიაშვილის ქ. N3) 1913-16 წლებში აშენდა არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტით, ფასადის დეკორი ნეოფიტე, ვლადიმერ დალავრენტი აგლაძეების მიერ არის შესრულებული. ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში.
მსხვილ ბურჯებზე დაყრდნობილი ღრმა გალერეა-ლოჯია, ლ. გუდიაშვილის ქუჩის მხარეს, ისევე, როგორც გვერდითი გალერეა და კუთხეში აღმართული კოშკი, მოჩუქურთმებული სარკმლები და ორნამენტული რომბები ნაგებობის საზეიმო ხასიათს განაპირობებს. აღსანიშნავია ინტერიერიც: ვესტბიულისა და ყოფილი საოპერაციო დარბაზის (დღეს სამკითხველო დარბაზი) კამარათა მოხატულობა, ქვის მოაჯირის მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი დენადი ფორმები და სხვ.
ბიბლიოთეკის II კორპუსი, ყოფილი ვოლგა-კამის ბანკის განყოფილება (ლ. გუდიაშვილის ქ. N5), 1915 წელს ააგო არქიტექტორმა გ. კოსიაკოვმა.
ბიბლიოთეკის III კორპუსი, ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორა (ლ. გუდიაშვილის ქ. N7), მიხეილ ოჰანჯანოვისა და რ. გოლენიშჩევის პროექტით აშენდა 1910 წელს. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის მოდერნის სტილით ნაგებ საზოგადოებრივ შენობათა შორის.
მოდერნის (არ-ნუვო) სტილზე მეტყველებს ფასადის განაპირას მოქცეული პორტალის მორთულობა - გიგანტური რუსტრირებული კოლონების ფიგურული კაპიტელები, ტალღოვანი ზღუდარის სკულპტურული დეკორი, ტალღოვანი ფრონტონი არწივის ჰორელიეფური გამოსახულებით და სხვ. მოდერნის ნიშნევს ატარებს ინტერიერიც.
1859 წლისათვის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდი შედგებოდა 13.260 ტომისაგან 19 ენაზე. ფონდების გაზრდასთან ერთად კანცელარიის შენობა აღარ აკმაყოფილებდა ბიბლიოთეკის მოთხოვნილებებს და საჭირო გახდა ბიბლიოთეკის შენობის აშენება. 1847 წელს მთავარმართებელმა მიხეილ ვორონცოვმა თხოვნით მიმართა ცნობილ ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, ვახტანგ ორბელიანს, თავისი სახსრებით აეგო საჯარო ბიბლიოთეკისათვის შენობა, რასაც ვახტანგ ორბელიანი დაეთანხმა და 1851 წელს შენობა საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა. 1850 წელს მიხაილ ვორონცოვმა ბიბლიოთეკარად მოიწვია მოსკოვში არსებული რუმიანცევის მუზეუმის წამყვანი თანამშრომელი ლუდვიგ დე სან-ტომა, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა. შემდეგ ჯამრთელობის გაუარესების გამო მან სამუშაო ადგილი თავის შვილს გადაულოცა, რომელიც 1857 წლამდე ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკას. 1852 წლის ივნისიდან მიხაილ ვორონცოვის განკარგულებით საცენზურო კომიტეტს დაევალა კავკასიის ფარგლებში დაბეჭდილი ყველა გამოცემის ორი ეგზემპლარი, როგორც სავალდებულო ცალი, გადასცემოდა საჯარო ბიბლიოთეკას.
ვორონცოვის განკარგულებით 1852 წლამდე წიგნით სარგებლობისათვის ბიბლიოთეკა ღია იყო დილის 10 საათიდან 4 საათამდე, 1852 წლიდან კი დღის პირველი საათიდან დაბინდებამდე. 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის გამგებლობაში არსებული დაწესებულებების რეორგანიზაციის შედეგად თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა და კავკასიის მუზეუმი მმართველობის ერთ სისტემაში გაერთიანდა და ეწოდა "კავკასიის მუზეუმი და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა".
1869 წელს დაიწყო ბიბლიოთეკის ახალი შენობის მშენებლობა კავკასიის მუზეუმიდან 60-იოდე მეტრის დაშორებით. 1871 წელს ბიბლიოთეკა ახალ შენობაში გადავიდა. კავკასიის მუზეუმის და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის ლეგენდარული დირექტორის, გუსტავ რადეს გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკის დაკომპლექტების და, საერთოდ, ფუნქციონირების საქმე აირია. 1913 წლის 3 დეკემბერს ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა კავკასიის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკად გარდაიქმნა და მთლიანად შეერწყა კავკასიის მუზეუმს. 1914 წელს კავკასიის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის გამო ბიბლიოთეკა დაიხურა, ფონდები კი ყუთებში ჩაალაგეს და 10 წელი სარდაფებში ინახებოდა.

საქართველოს ეროვნული სმეცნიერო ბიბლიოთეკა

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა შეიქმნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაარსებისთანავე 1941 წელს და თავდაპირველად ემსახურებოდა მხოლოდ აკადემიის მეცნიერ-მუშაკებს. მისი წიგნების ფონდი 2 000 ცალს შეადგენდა. გარდა ამისა, ფუნქციონირებდა აკადემიის სისტემაში შემავალ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან არსებული ბიბლიოთეკები. აკადემიის ზრდასთან ერთად დაისვა ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის შექმნის საკითხი, რაც დადებითად გადაწყდა 1945 წელს. 1949 წელს ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა ვ. უზნაძე, რომლის მთავარი საზრუნავი წიგნების ფონდის გაზრდა და ბიბლიოთეკის შიდა სტრუქტურის ჩამოყალიბება იყო. ამ დროისათვის ბიბლიოთეკის წიგნების ფონდი უკვე 400 000 ბეჭდურ ერთეულს შეიცავდა. დაგროვდა მეცნიერების თითქმის ყველა დარგის ლიტერატურა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცეოდა უცხოეთში გამოცემული ქართველოლოგიური ლიტერატურისა და საზღვარგარეთის ძველი კულტურული კერების სიძველეთსაცავებში დაცული ქართული ხელნაწერების მიკროფილმების  მიღებას საერთაშორისო წიგნთგაცვლით. საქმიანი კონტაქტები ბიბლიოთეკას საზღვარგარეთის 60–ზე მეტი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიასთან,ბიბლიოთეკასთან და მუზეუმთან ჰქონდა დამყარებული. სხვადასხვა დროს ბიბლიოთეკამ ანდერძით ან შესყიდვით მიიღო ცნობილი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების – ექვთიმე თაყაიშვილისვუკოლ ბერიძის, ს. ნარიკაშვილის, ვ. ვორონინის, ა. ბაიკოვის, მ. პოლიევქტოვის, გ. ლომთათიძის, ნ.ლორთქიფანიძის, ძმები ი. და ვ. ასლანიშვილების და სხვ. – პირადი ბიბლიოთეკები. პოეტმა-აკადემიკოსმა იოსებ გრიშაშვილმა სახელმწიფოს უანდერძა ასიათასტომიანი ბიბლიოთეკა-მუზეუმი, რომელიც მრავალ იშვიათ გამოცემას შეიცავს. იოსებ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმიც დღეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შემადგენლობაშია.ბიბლიოთეკა დაარსებიდან ფართობის მხრივ სივიწროვეს განიცდიდა, რადგან აკადემიის პრეზიდიუმის შენობაში იყო განთავსებული. ამიტომ გადაწყდა (რაშიც დიდი წვლილი სწორედ ვ. უზნაძესაც მიუძღოდა) საბურთალოზეცირკისმოპირდაპირე მხარეს, აკადემქალაქის (სადაც იმ დროისათვის უკვე რამდენიმე სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი იყო განლაგებული) ულამაზეს ტერიტორიაზე, საგანგებოდ აგებულიყო სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა, რაც 1970 წლისთვის განხორციელდა (არქიტექტორები გ. ლეჟავა და ი. ლიბერმანი). დღესდღეობით ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მდებარეობს სწორედ ამ კაპიტალურ ხუთსართულიან ნათელ შენობაში (მ. ალექსიძის ქ. 1–4) ,რომელიც ისეა აგებული, რომ მკითხველს მომსახურების მხრივ მაქსიმალური კომფორტი შეექმნას.ბიბლიოთეკას აქვს 90-მდე სამუშაო ოთახი, საერთო სამკითხველო დარბაზი 200 კაცისათვის, 6 დარგობრივი სამკითხველო დარბაზი თავის დამხმარე წიგნობრივი ფონდით. შენობის საერთო ფართობი 10000 მ²–ია, ეზოსი კი – 1,25 ჰა.2006 წელს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეკის და გ. მიქელაძის სახელობის სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის (კოსტავას ქ. 47) გაერთიანების შედეგად ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ იურიდიულ პირად. კოსტავას ქყჩა 47–ში ფონდის ძირითადი ნაწილი პატენტებია – 20 მლნ. ერთეული,სტანდარტები, სამეცნიერო-ტექნიკური შრომები, კატალოგები და ა. შ.
ამჟამად ს. ს. ი. პ. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ასე ჟღერს მისი სრული სახელწოდება) საქართველოს უდიდესი ბიბლიოთეკაა, რომლის წიგნების ფონდი 3,5 მილიონს აღწევს, აქედან 600 ათასზე მეტი უცხოური გამოცემაა. აქ დაცულია არაერთი გამოჩენილი მეცნიერისა თუ საზოგადო მოღვაწის (იხ. ზემოთ) პირადი ბიბლიოთეკა, აგრეთვე, მრავალი რარიტეტული გამოცემა, მათ შორის ისეთებიც, რომელთა მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარია შემორჩენილი. ვატიკანის ბიბლიოთეკიდან მიღებულია ვ. კორბოს წიგნი, რომელშიც აღწერილია V-VI სს. ქართული მონასტრის ნაშთები; ოქსფორდისუნივერსიტეტიდან მიღებულია X საუკუნის ხელნაწერის – ბრეთის სახარების მიკროფილმი; აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკიდანმიღებულია IX-XI საუკუნეების სინური და იერუსალიმური ქართული ხელნაწერების მიკროფილმები. ბიბლიოთეკის ფონდში ინახება "ვეფხისტყაოსანი"ს ყველა ქართული გამოცემა და თარგმანი და ბევრი სხვა უნიკალური გამოცემა.
1996 წელს ბიბლიოთეკამ მოიპოვა ევრაზიის გრანტი, რამაც მას საშუალება მისცა კიდევ უფრო გაემდიდრებინა თავის წიგნების ფონდი უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურით.
ბიბლიოთეკაში ინტენსიურად ინერგება უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიები, სამკითხველო დარბაზები აღიჭურვა სეროქსებით, მიკროფირების საკითხავი აპარატურით, საპროექციო და აუდიო-ვიდეო აპარატურით, ასევე ფართოვდებაინტერნეტის ქსელი, რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს მკითხველის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, აძლევს მას საშუალებას გაეცნოს უცხოურ მოწინავე სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებს ელექტრონული კატალოგის მეშვეობით.
ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ბიბლიოგრაფიის, დაკომპლექტების, დამუშავების, აბონენტთა მომსახურების, ჰიგიენისა და რესტავრაციის განყოფილებები, საამკინძაო სახელოსნო, ფოტოლაბორატორია. ბიბლიოთეკაში ჩამოყალიბდა ისეთი ახალი სტრუქტურები, როგორიცაა სამეცნიერო ინფორმაციის ანალიზის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ელექტრონული რესურსებით მომსახურების, სამეცნიერო–ტექნიკური თარგმანის ჯგუფები. 2007 წელს ბიბლიოთეკაში შეიქმნა უსინათლოთა მომსახურების ცენტრი, სადაც უსინათლო პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ე.წ. „ხმოვანი“ კომპიუტერით.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის დახმარებით ბიბლიოთეკამ გამოიწერა ისეთი ცნობილი გამომცემლობების მონაცემთა ბაზები, როგორიცაა კემბრიჯისოქსფორდის უნივერსიტეტების ჟურნალები, ასევე ამერიკის ფიზიკის საზოგადოების ჟურნალები და სხვ.
ბიბლიოთეკაში ხშირად იმართება სამეცნიერო სიმპოზიუმები, საღამოები, ტარდება სემინარები და სპეცკურსები(მათ შორის საქართველოს სხვა სამეცნიერო ბიბლიოთეკების თანამშრომელთა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის), სამეცნიერო ლიტერატურის გამოფენა–გაყიდვები, რომლებსაც ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.
საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას მჭიდრო კავშირები აქვს სხვადასხვა ქვეყნის, კერძოდ, ავსტრიის,გერმანიისსაფრანგეთისშვეიცარიისშვედეთისინგლისისაშშ–ს, უკრაინისრუსეთისპოლონეთისლატვიისლიტვის და ა. შ. წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებთან და ბიბლიოთეკებთან. ფართოდაა დანერგილი საქართველოსა და ამ ქვეყნების შორის წიგნებისა და პერიოდული გამოცემების გაცვლა–გამოცვლისა და სამუშაო გამოცდილების ურთიერთგაზიარების პრაქტიკა.