საქართველოს ბიბლიოთეკები
თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, იგივე თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა დაარსდა 1846 წელს თბილისში.ეს პირველი ბიბლიოთეკა იყო საქართველოში, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის.ბიბლიოთეკის დაარსებას ქართული საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რომელმაც 1848 წელს ახლადდაარსებულ საჯარო ბიბლიოთეკას 1842 წელს დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით თბილისში გახსნილი "კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის" ფონდი გადასცა. საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების საქმე დაევალა მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს, გავრილ ტოკარევს და გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულიყო წმინდა კავკასიოლოგიური ლიტერატურით. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ.საჯარო ბიბლიოთეკის I კორპუსი - ყოფილი სათავადაზნაურო ბანკი ანუ ქართული ბანკი (ლ. გუდიაშვილის ქ. N3) 1913-16 წლებში აშენდა არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტით, ფასადის დეკორი ნეოფიტე, ვლადიმერ დალავრენტი აგლაძეების მიერ არის შესრულებული. ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში.

მსხვილ ბურჯებზე დაყრდნობილი ღრმა გალერეა-ლოჯია, ლ. გუდიაშვილის ქუჩის მხარეს, ისევე, როგორც გვერდითი გალერეა და კუთხეში აღმართული კოშკი, მოჩუქურთმებული სარკმლები და ორნამენტული რომბები ნაგებობის საზეიმო ხასიათს განაპირობებს. აღსანიშნავია ინტერიერიც: ვესტბიულისა და ყოფილი საოპერაციო დარბაზის (დღეს სამკითხველო დარბაზი) კამარათა მოხატულობა, ქვის მოაჯირის მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი დენადი ფორმები და სხვ.
ბიბლიოთეკის II კორპუსი, ყოფილი ვოლგა-კამის ბანკის განყოფილება (ლ. გუდიაშვილის ქ. N5), 1915 წელს ააგო არქიტექტორმა გ. კოსიაკოვმა.
ბიბლიოთეკის III კორპუსი, ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორა (ლ. გუდიაშვილის ქ. N7), მიხეილ ოჰანჯანოვისა და რ. გოლენიშჩევის პროექტით აშენდა 1910 წელს. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის მოდერნის სტილით ნაგებ საზოგადოებრივ შენობათა შორის.
მოდერნის (არ-ნუვო) სტილზე მეტყველებს ფასადის განაპირას მოქცეული პორტალის მორთულობა - გიგანტური რუსტრირებული კოლონების ფიგურული კაპიტელები, ტალღოვანი ზღუდარის სკულპტურული დეკორი, ტალღოვანი ფრონტონი არწივის ჰორელიეფური გამოსახულებით და სხვ. მოდერნის ნიშნევს ატარებს ინტერიერიც.
1859 წლისათვის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდი შედგებოდა 13.260 ტომისაგან 19 ენაზე. ფონდების გაზრდასთან ერთად კანცელარიის შენობა აღარ აკმაყოფილებდა ბიბლიოთეკის მოთხოვნილებებს და საჭირო გახდა ბიბლიოთეკის შენობის აშენება. 1847 წელს მთავარმართებელმა მიხეილ ვორონცოვმა თხოვნით მიმართა ცნობილ ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, ვახტანგ ორბელიანს, თავისი სახსრებით აეგო საჯარო ბიბლიოთეკისათვის შენობა, რასაც ვახტანგ ორბელიანი დაეთანხმა და 1851 წელს შენობა საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა. 1850 წელს მიხაილ ვორონცოვმა ბიბლიოთეკარად მოიწვია მოსკოვში არსებული რუმიანცევის მუზეუმის წამყვანი თანამშრომელი ლუდვიგ დე სან-ტომა, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა. შემდეგ ჯამრთელობის გაუარესების გამო მან სამუშაო ადგილი თავის შვილს გადაულოცა, რომელიც 1857 წლამდე ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკას. 1852 წლის ივნისიდან მიხაილ ვორონცოვის განკარგულებით საცენზურო კომიტეტს დაევალა კავკასიის ფარგლებში დაბეჭდილი ყველა გამოცემის ორი ეგზემპლარი, როგორც სავალდებულო ცალი, გადასცემოდა საჯარო ბიბლიოთეკას.
ვორონცოვის განკარგულებით 1852 წლამდე წიგნით სარგებლობისათვის ბიბლიოთეკა ღია იყო დილის 10 საათიდან 4 საათამდე, 1852 წლიდან კი დღის პირველი საათიდან დაბინდებამდე. 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის გამგებლობაში არსებული დაწესებულებების რეორგანიზაციის შედეგად თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა და კავკასიის მუზეუმი მმართველობის ერთ სისტემაში გაერთიანდა და ეწოდა "კავკასიის მუზეუმი და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა".
1869 წელს დაიწყო ბიბლიოთეკის ახალი შენობის მშენებლობა კავკასიის მუზეუმიდან 60-იოდე მეტრის დაშორებით. 1871 წელს ბიბლიოთეკა ახალ შენობაში გადავიდა. კავკასიის მუზეუმის და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის ლეგენდარული დირექტორის, გუსტავ რადეს გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკის დაკომპლექტების და, საერთოდ, ფუნქციონირების საქმე აირია. 1913 წლის 3 დეკემბერს ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა კავკასიის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკად გარდაიქმნა და მთლიანად შეერწყა კავკასიის მუზეუმს. 1914 წელს კავკასიის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის გამო ბიბლიოთეკა დაიხურა, ფონდები კი ყუთებში ჩაალაგეს და 10 წელი სარდაფებში ინახებოდა.
საქართველოს ეროვნული სმეცნიერო ბიბლიოთეკა
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა შეიქმნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაარსებისთანავე 1941 წელს და თავდაპირველად ემსახურებოდა მხოლოდ აკადემიის მეცნიერ-მუშაკებს. მისი წიგნების ფონდი 2 000 ცალს შეადგენდა. გარდა ამისა, ფუნქციონირებდა აკადემიის სისტემაში შემავალ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან არსებული ბიბლიოთეკები. აკადემიის ზრდასთან ერთად დაისვა ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის შექმნის საკითხი, რაც დადებითად გადაწყდა 1945 წელს. 1949 წელს ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა ვ. უზნაძე, რომლის მთავარი საზრუნავი წიგნების ფონდის გაზრდა და ბიბლიოთეკის შიდა სტრუქტურის ჩამოყალიბება იყო. ამ დროისათვის ბიბლიოთეკის წიგნების ფონდი უკვე 400 000 ბეჭდურ ერთეულს შეიცავდა. დაგროვდა მეცნიერების თითქმის ყველა დარგის ლიტერატურა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცეოდა უცხოეთში გამოცემული ქართველოლოგიური ლიტერატურისა და საზღვარგარეთის ძველი კულტურული კერების სიძველეთსაცავებში დაცული ქართული ხელნაწერების მიკროფილმების მიღებას საერთაშორისო წიგნთგაცვლით. საქმიანი კონტაქტები ბიბლიოთეკას საზღვარგარეთის 60–ზე მეტი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიასთან,ბიბლიოთეკასთან და მუზეუმთან ჰქონდა დამყარებული. სხვადასხვა დროს ბიბლიოთეკამ ანდერძით ან შესყიდვით მიიღო ცნობილი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების – ექვთიმე თაყაიშვილის, ვუკოლ ბერიძის, ს. ნარიკაშვილის, ვ. ვორონინის, ა. ბაიკოვის, მ. პოლიევქტოვის, გ. ლომთათიძის, ნ.ლორთქიფანიძის, ძმები ი. და ვ. ასლანიშვილების და სხვ. – პირადი ბიბლიოთეკები. პოეტმა-აკადემიკოსმა იოსებ გრიშაშვილმა სახელმწიფოს უანდერძა ასიათასტომიანი ბიბლიოთეკა-მუზეუმი, რომელიც მრავალ იშვიათ გამოცემას შეიცავს. იოსებ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმიც დღეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შემადგენლობაშია.ბიბლიოთეკა დაარსებიდან ფართობის მხრივ სივიწროვეს განიცდიდა, რადგან აკადემიის პრეზიდიუმის შენობაში იყო განთავსებული. ამიტომ გადაწყდა (რაშიც დიდი წვლილი სწორედ ვ. უზნაძესაც მიუძღოდა) საბურთალოზე, ცირკისმოპირდაპირე მხარეს, აკადემქალაქის (სადაც იმ დროისათვის უკვე რამდენიმე სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი იყო განლაგებული) ულამაზეს ტერიტორიაზე, საგანგებოდ აგებულიყო სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა, რაც 1970 წლისთვის განხორციელდა (არქიტექტორები გ. ლეჟავა და ი. ლიბერმანი). დღესდღეობით ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მდებარეობს სწორედ ამ კაპიტალურ ხუთსართულიან ნათელ შენობაში (მ. ალექსიძის ქ. 1–4) ,რომელიც ისეა აგებული, რომ მკითხველს მომსახურების მხრივ მაქსიმალური კომფორტი შეექმნას.ბიბლიოთეკას აქვს 90-მდე სამუშაო ოთახი, საერთო სამკითხველო დარბაზი 200 კაცისათვის, 6 დარგობრივი სამკითხველო დარბაზი თავის დამხმარე წიგნობრივი ფონდით. შენობის საერთო ფართობი 10000 მ²–ია, ეზოსი კი – 1,25 ჰა.2006 წელს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეკის და გ. მიქელაძის სახელობის სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის (კოსტავას ქ. 47) გაერთიანების შედეგად ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ იურიდიულ პირად. კოსტავას ქყჩა 47–ში ფონდის ძირითადი ნაწილი პატენტებია – 20 მლნ. ერთეული,სტანდარტები, სამეცნიერო-ტექნიკური შრომები, კატალოგები და ა. შ.

ამჟამად ს. ს. ი. პ. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ასე ჟღერს მისი სრული სახელწოდება) საქართველოს უდიდესი ბიბლიოთეკაა, რომლის წიგნების ფონდი 3,5 მილიონს აღწევს, აქედან 600 ათასზე მეტი უცხოური გამოცემაა. აქ დაცულია არაერთი გამოჩენილი მეცნიერისა თუ საზოგადო მოღვაწის (იხ. ზემოთ) პირადი ბიბლიოთეკა, აგრეთვე, მრავალი რარიტეტული გამოცემა, მათ შორის ისეთებიც, რომელთა მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარია შემორჩენილი. ვატიკანის ბიბლიოთეკიდან მიღებულია ვ. კორბოს წიგნი, რომელშიც აღწერილია V-VI სს. ქართული მონასტრის ნაშთები; ოქსფორდისუნივერსიტეტიდან მიღებულია X საუკუნის ხელნაწერის – ბრეთის სახარების მიკროფილმი; აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკიდანმიღებულია IX-XI საუკუნეების სინური და იერუსალიმური ქართული ხელნაწერების მიკროფილმები. ბიბლიოთეკის ფონდში ინახება "ვეფხისტყაოსანი"ს ყველა ქართული გამოცემა და თარგმანი და ბევრი სხვა უნიკალური გამოცემა.
1996 წელს ბიბლიოთეკამ მოიპოვა ევრაზიის გრანტი, რამაც მას საშუალება მისცა კიდევ უფრო გაემდიდრებინა თავის წიგნების ფონდი უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურით.
ბიბლიოთეკაში ინტენსიურად ინერგება უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიები, სამკითხველო დარბაზები აღიჭურვა ქსეროქსებით, მიკროფირების საკითხავი აპარატურით, საპროექციო და აუდიო-ვიდეო აპარატურით, ასევე ფართოვდებაინტერნეტის ქსელი, რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს მკითხველის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, აძლევს მას საშუალებას გაეცნოს უცხოურ მოწინავე სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებს ელექტრონული კატალოგის მეშვეობით.
ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ბიბლიოგრაფიის, დაკომპლექტების, დამუშავების, აბონენტთა მომსახურების, ჰიგიენისა და რესტავრაციის განყოფილებები, საამკინძაო სახელოსნო, ფოტოლაბორატორია. ბიბლიოთეკაში ჩამოყალიბდა ისეთი ახალი სტრუქტურები, როგორიცაა სამეცნიერო ინფორმაციის ანალიზის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ელექტრონული რესურსებით მომსახურების, სამეცნიერო–ტექნიკური თარგმანის ჯგუფები. 2007 წელს ბიბლიოთეკაში შეიქმნა უსინათლოთა მომსახურების ცენტრი, სადაც უსინათლო პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ე.წ. „ხმოვანი“ კომპიუტერით.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის დახმარებით ბიბლიოთეკამ გამოიწერა ისეთი ცნობილი გამომცემლობების მონაცემთა ბაზები, როგორიცაა კემბრიჯის, ოქსფორდის უნივერსიტეტების ჟურნალები, ასევე ამერიკის ფიზიკის საზოგადოების ჟურნალები და სხვ.
ბიბლიოთეკაში ხშირად იმართება სამეცნიერო სიმპოზიუმები, საღამოები, ტარდება სემინარები და სპეცკურსები(მათ შორის საქართველოს სხვა სამეცნიერო ბიბლიოთეკების თანამშრომელთა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის), სამეცნიერო ლიტერატურის გამოფენა–გაყიდვები, რომლებსაც ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.
საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას მჭიდრო კავშირები აქვს სხვადასხვა ქვეყნის, კერძოდ, ავსტრიის,გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, შვედეთის, ინგლისის, აშშ–ს, უკრაინის, რუსეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიტვის და ა. შ. წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებთან და ბიბლიოთეკებთან. ფართოდაა დანერგილი საქართველოსა და ამ ქვეყნების შორის წიგნებისა და პერიოდული გამოცემების გაცვლა–გამოცვლისა და სამუშაო გამოცდილების ურთიერთგაზიარების პრაქტიკა.
No comments:
Post a Comment